2014-12-23 17:45:09, 1403 ნახვა
სპორტი
სასჯელაღსრულების მინისტრი ამბობს, რომ ციხეებში არავის სცემენ და აწამებენ
“ციხეებში არავის აღარ სცემენ და აღარ აწამებენ”,-ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
პატიმრებზე არაადამიანურ მოპყრობასთან დაკავაშირებით არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და ფაქტები ჯერჯერობით დადასტურებული არ არის.
“ციხეებში არავის აღარ სცემენ და არავის აღარ აწამებენ. აბსოლუტურად ყველა ფაქტზე გამოძიება დაწყებულია. შედეგი ჯერ დადებული არ არის, ფაქტები დადასტურებული არ არის. ასე რომ, ნუ ვისაუბრებთ ამ ფაქტებზე ისე, თითქოს ეს დადასტურდა”,-განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან