|
2025-12-07 21:20:34, 23282 ნახვა
კომენტარი
კალაძე: ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი
„ჩატარებული გამოძიებით უტყუარად დადასტურდა, რომ აკრძალული ქიმიური ნივთიერების, ბრომობენზილ ციანიდის, იგივე „კამიტეს“ გამოყენებას ფიზიკურად ვერ ექნებოდა ადგილი, რამეთუ ეს ნივთიერება საქართველოში არ არსებობს, მისი შესყიდვა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არასოდეს განუხორციელებია“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ სოციალურ ქსელში ვიდეო-მიმართვისას განაცხადა. მისი თქმით, მეხუთე დღეა, ჩვენი საზოგადოება თვალს ადევნებს უცხოური სპეცსამსახურების მიერ ორგანიზებულ კამპანიას საქართველოს წინააღმდეგ, რომლის მიზანი ქვეყნის სტაბილურობის შერყევა და საქართველოს რეპუტაციის დაზიანებაა.
მისივე თქმით, „კამიტე“ იმდენად მძიმე ტოქსიკური ნივთიერებაა, მწვავე გვერდით ეფექტებით, რომ მისი გამოყენების შემთხვევაში, აქციის მონაწილეთა ჯანმრთელობას წარუშლელი კვალი დაეტყობოდა და შესაძლოა, ლეტალური შედეგიც გამოეწვია, მაშინ, როდესაც ქიმიური ზემოქმედების შედეგად არსებული ჩივილებით სამედიცინო დაწესებულებისათვის აქციის არც ერთ მონაწილეს არ მიუმართავს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)