|
2016-03-03 15:25:34, 3327 ნახვა
კულტურა
კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის" საზეიმო ცერემონია 4 მარტს გაიმართება
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით, 4 მარტს, 20:00 საათზე, „თბილისი ივენთ ჰოლში" კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსის" საზეიმო ცერემონია გაიმართება. ყოველწლიურად „ფენიქსი" საუკეთესო არტისტებსა და ჯგუფებს 6 ნომინაციაში ავლენს - საუკეთესო სიმღერა, საუკეთესო ვიდეო, დებიუტი, წლის არტისტი/ჯგუფი, განვითარებისთვის, ფენიქსის გმირი. კავკასიის მუსიკალური დაჯილდოება „ფენიქსი" უკევ მე-5 წელია ტარდება. ინტერნეტ პროექტის მიზანია მაქსიმალურად ეფექტურად გამოიყენოს ინტერნეტ რესურსები და შექმნას სივრცე, სადაც კავკასიის რეგიონში მცხოვრები მუსიკოსები გაერთიანდებიან. „ფენიქსი" 1995 წლის კავკასიის როკ-ფესტივალებიდან იღებს სათავეს. ფესტივალის მეშვეობით უკვე შეიქმნა კავკასიის მასშტაბით არსებული სხვადასხვა მუსიკალური ჯგუფის მონაცემთა ბაზა - phoenix.org. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ თანამედროვე მუსიკის სფეროში მიმდინარე საინტერესო პროცესებს, ახალ ჯგუფებსა და მათ პროდუქტს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)