|
2015-07-25 17:08:11, 3413 ნახვა
კულტურა
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია დაწესდა
ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია და ფულადი ჯილდო დაწესდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩარგალში, ვაჟაობის სახალხო ზეიმზე განაცხადა. ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია - ოქროს მედალი და ფულადი ჯილდო 10 000 ლარის ოდენობით, ორ წელიწადში ერთხელ გაიცემა. პრემიერის თქმით, უკვე შექმნილია ლიტერატურის დარგში ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემიის მინიჭების საკითხების განმხილველი კომისია, რომელიც პრემიის მინიჭების პროცესს წარმართავს. „მჯერა, რომ ერი, რომელმაც ასეთი შვილი გაზარდა, იმ ღირებულებებით, იმ სულიერი სიმაღლით, რაც ვაჟა-ფშაველას ჰქონდა, აუცილებლად გადალახავს ყველა სირთულეს, აუცილებლად მოიპოვებს წარმატებას, გამარჯვებას და მიაღწევს საერთო ქართულ მიზანს - ჩვენი ქვეყნისა და ერის გამთლიანებას. ვაჟა-ფშაველა თავად იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესულად და ევროპულად მოაზროვნე კაცი და მისი მაგალითიც საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ჩვენ საერთო ღირებულებები და მისწრაფებები გვაქვს. წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წლის თავს აღვნიშნავთ და დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი თაობები გააგრძელებენ ამ შესანიშნავ ტრადიციას და შემოუნახავენ ჩვენს მომავალ თაობას ვაჟას გენიალურ შემოქმედებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. წელს ვაჟა-ფშაველას გარდაცვალებიდან 100 წელი შესრულდა. ჩარგალში ვაჟაობის სახალხო ზეიმი ტრადიციულად, კონცერტით, სპორტული ღონისძიებებითა და ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენით აღინიშნება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)