|
2026-01-12 20:04:26, 730 ნახვა
ეკონომიკა
გალტ & თაგარტის კვირის ეკონომიკური მიმოხილვა
გალტ & თაგარტმა გამოაქვეყნა ყოველკვირეული ეკონომიკური მიმოხილვა, სადაც განხილულია ეკონომიკაში და საფინანსო ბაზრებზე მიმდინარე ძირითადი ტენდენციები. ინფლაცია 2025 წლის დეკემბერში წლიური ინფლაცია 4.0%-მდე შენელდა (4.8% იყო წინა თვეში), რაც ძირითადად შერეული საქონლის ფასების ზრდის ტემპის მნიშვნელოვან შენელებას უკავშირდება. ამასთან, დეკემბერში იმპორტირებული საქონლის ფასები წლიურად 0.2%-ით შემცირდა, ხოლო ადგილობრივი საქონლისა და მომსახურების წლიური ინფლაცია, მცირედით, 6.2%-მდე შენელდა. 2025 წელს საშუალო წლიურმა ინფლაციამ 3.9% შეადგინა, რომელიც გალტ & თაგარტის პროგნოზით 3.0%-მდე შენელდება 2026 წელს. საერთაშორისო რეზერვები საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2025 წლის დეკემბერში საერთაშორისო რეზერვები წინა თვესთან შედარებით 5.9%-ით გაიზარდა და რეკორდული 6.2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. რეზერვების ზრდა უკავშირდება მონეტარული ოქროს ღირებულების ზრდას და სავალუტო ოპერაციებს. ამასთან, მონეტარული ოქრო მთლიანი რეზერვების 16.3%-ს შეადგენს. ტურიზმის შემოსავლები გალტ & თაგარტის შეფასებით, 2025 წლის დეკემბერში ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები წლიურად 5.3%-ით გაიზარდა და 280 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ჯამურად, 2025 წელს ტურიზმის შემოსავლები 4.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა და გალტ & თაგარტი 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების 4.9 მლრდ აშშ დოლარამდე ზრდას პროგნოზირებს. ირანი და საქართველოს ეკონომიკა საქართველოს ირანთან ეკონომიკური კავშირები (სავალუტო შემოდინებების ნაწილში) ძირითადად ტურიზმით შემოიფარგლება. 2025 წლის იანვარ-სექტემბერში ირანიდან მიღებულმა ტურისტულმა შემოსავლებმა მთლიანი ტურიზმის შემოსავლების 2.7% შეადგინა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ირანში მიმდინარე არასტაბილურობის გახანგრძლივების შემთხვევაში საქართველოს ტურიზმის სექტორზე გავლენა მინიმალური იქნება, გალტ & თაგარტის შეფასებით. გაეცანით კვირის მიმოხილვას სრულად აქ.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)