|
2020-04-27 00:00:40, 14622 ნახვა
High - Tech
ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრები უკვე საქართველოდანაც ჩანს - ვიდეო
ილონ მასკის Starlink-ის თანამგზავრები უკვე საქართველოდანაც ჩანს. ამის ამსახველი, ფოტოები საქართველოს მოქალაქეებმა "ფეისბუქზე" გამოაქვეყნეს. 22 აპრილს ილონ მასკის კომპანიამ პროექტ Starlink-ის ფარგლებში კოსმოსში 60 ახალი ხელოვნური თანამგზავრი გაუშვა. ამით დედამიწის ორბიტაზე გაყვანილი მიკროსატელიტების რაოდენობამ 422-ს მიაღწია. ისინი გეოსტაციონარულ საკომუნიკაციო თანამგზავრებზე ბევრად დაბლა მოძრაობენ, რის გამოც სიგნალი ჩვენამდე უფრო მალე აღწევს და ინტერნეტის სისწრაფეს განაპირობებს. პროგრამა Starlink-ის ფარგლებში დედამიწის ორბიტაზე ეტაპობრივად გაეშვება 40 000 ხელოვნური თანამგზავრი, რომლებიც ინტერნეტით მთელ პლანეტას დაფარავენ და ამ მხრივ გაცილებით გადააჭარბებენ თანამგზავრული ინტერნეტის ამჟამად მოქმედ ნებისმიერ პროვაიდერს. კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელის, ილონ მასკის თქმით, Starlink-ის სატელიტური ინტერნეტი პირველი მომხმარებლებისთვის უახლოეს მომავალში იქნება ხელმისაწვდომი. მის მიერ ტვიტერზე გამოქვეყნებულ პოსტში ვკითხულობთ, რომ სერვისის ბეტა ვერსიის დახურული ტესტირება დაახლოებით 3 თვეში დაიწყება, 6 თვის შემდეგ კი ის საჯარო გახდება. ბექა მამუკაშვილის ფოტო
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)