|
2015-01-21 19:47:14, 955 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობით ფრანგული კომპანია Louis Dreyfus Group-ი დაინტერესდა
საქართველოს სოფლის მეურნეობით ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი ფრანგული კომპანია Louis Dreyfus Group-ი ინტერესდება. როგორც "ექსპრესნიუსს" მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კომპანიის თავმჯდომარეს, მარგარიტა ლუის-დრეიფუს შეხვდა. მათივე ინფორმაციით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს Louis Dreyfus Group-ს სამუშაო ჯგუფი ეწვევა და რომელიც ადგილზე გაეცნობა არსებულ მდგომარეობას. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში არსებული ბიზნესგარემო. ქართულმა მხარემ Louis Dreyfus Group-ს თანაინვესტირების ფონდის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. საუბარი ასევე შეეხო იმ ლიბერალურ პირობებს, რასაც საქართველოს მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს. ცნობისთვის, Louis Dreyfus Group-ი მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ფლობს ბიზნესს, დასაქმებული ჰყავს 22 ათასზე მეტი ადამიანი. 2014 წელს კომპანიის მოგებამ 640 მილიონი შეადგინა, კომპანიის ბიუჯეტი კი 9 მილიარდს შეადგენს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)