|
2020-03-17 13:48:27, 6641 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის წესში ცვლილებები დაამტკიცა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ" დებულებაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების მიზანია წესებზე დამყარებული მიდგომიდან უფრო მეტად პრინციპებზე დაფუძნებულ მიდგომაზე გადასვლა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, ასეთი მიდგომა დაკრედიტების მიკრომენეჯმენტში ნაკლებ ჩარევას გულისხმობს, რაც ფინანსური ინსტიტუტის რისკების მართვის ფუნქციის როლს გაზრდის და გადახდისუნარიანი მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას აამაღლებს. ცვლილებები გაამარტივებს გადახდისუნარიანი მსესხებლებისთვის სესხის აღებას, შეამსუბუქებს ბიუროკრატიულ ტვირთს, გაზრდის მოქნილობას და, შედეგად, დაკრედიტების პროცესს მეტ საოპერაციო ეფექტიანობას შემატებს. პასუხისმგებლიანი დაკრედიტების ძირითადი პრინციპი უცვლელი რჩება: სესხის მომსახურებამ ფინანსური სირთულეები არ უნდა შეუქმნას მსესხებელს, ვინაიდან სესხი გაიცემა იმ პირებზე ვისაც ვალდებულების ადეკვატური შემოსავლები აქვს. უფრო კონკრეტულად, ცვლილებები ითვალისწინებს შემდეგს: 1. იცვლება მსესხებლის შემოსავლის შესწავლის წესი; 2. უქმდება სესხის მომსახურები კოეფიციენტის (PTI) ლიმიტი; 3. სესხის მომსახურების კოეფიციენტების ზღვრების რაოდენობა; 4. იზრდება იპოთეკური სესხების ვადიანობა; 5. საზღვარგარეთიდან შემოსავლის შემთხვევაში, ბინის შეძენისას სესხის უზრუნველყოფის (LTV) კოეფიციენტზე მოთხოვნა მსუბუქდება 60%-დან 70%-მდე; 6. რეგულაცია აღარ ვრცელდება იმ პირებზე, რომელთა სესხის მოცულობა 1 მილიონ ლარზე მეტია (ნაცვლად 2 მილიონი ლარისა) ან რომლებიც აკმაყოფილებს გათვითცნობიერებული ინვესტორის კრიტერიუმებს ("ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად). 7. რისკების ფუნქციის გაძლიერების მიზნით, კომერციული ბანკებისა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის შემოდის კორპორაციულ მართვის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც, რისკების მართვის ჩარჩო უნდა მოიცავდეს აღნიშნული დებულების დაცვის უზრუნველყოფას, როლების და პასუხისმგებლობების განაწილებას "დაცვის სამი ხაზის" (ბიზნესის ხაზი, რისკების მართვის ფუნქცია და შიდა აუდიტი) პრინციპის გამოყენებით. აღნიშნული ცვლილებებით, ასევე, დაზუსტდა წლის განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა ტექნიკური საკითხები. ცვლილებები "ფიზიკური პირის დაკრედიტების შესახებ" დებულებაში სესხის გამცემი ყველა ორგანიზაციისათვის ძალაში შედის 2020 წლის 15 აპრილიდან.
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)