11:27 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-01-20 12:01:38, 3759 ნახვა

სხვადასხვა
კიკვიძის პარკში მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს

ვეტერანთა კულტურისა და დასვენების ბაღში (კიკვიძის პარკი) მიუსაფარი ძაღლებისათვის განკუთვნილი საკვები აპარატი დააზიანეს.

განზრახ დაზიანებულია პლასტმასის ბოთლების ჩასაყრელად განკუთვნილი მილი და სენსორები. სამწუხაროდ, ეს აპარატების დაზიანების პირველი შემთხვევა არ არის. 

ფაქტზე დაწყებულია მოკვლევა, გამოძიება სსკ–ს 187–ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მოვუწოდებთ მოქალაქეებს, გავუფრთხილდეთ თბილისს, მის ინფრასტრუქტურას და ყველაფერს, რაც დედაქალაქის საკეთილდღეოდ კეთდება. ასევე გავითვალისწინოთ, რომ ვანდალიზმის ფაქტი დასჯადია. 

თბილისში მიუსაფარი ძაღლების კვებისთვის განკუთვნილი 3 აპარატი დაახლოებით ერთი თვის წინ დაიდგა და ისინი ჯერჯერობით სატესტო რეჟიმში მუშაობს.  მიუსაფარი ცხოველებისათვის განკუთვნილ აპარატების მუშაობის პრინციპი ძალიან მარტივია - პლასტმასის 0.5 ლიტრიანი სტანდარტული ბოთლის ჩაგდების შემდეგ, ძაღლის საკვები ჩამოიყრება. დისპანსერში წყლის ჩასხმის შემდეგ კი მიუსაფარი ცხოველი წყლის დალევას შეძლებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics