|
2015-01-21 11:37:45, 735 ნახვა
საზოგადოება
საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა დოკუმენტები ონლაინ სერვისის მეშვეობით მიიღეს
სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახურის საშუალებით 2014 წლის განმავლობაში, საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს 4555–მა მოქალაქემ სხვადასხვა სახის დოკუმენტი სახლიდან გაუსვლელად მიიღო. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ სერვისების განვითარების სააგენტოდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, 2014 წელს დისტანციური მომსახურების სამსახური 81 654 მოქალაქეს მოემსახურა. სამსახურმა ელექტრონული ფორმით მიიღო 4 555 განცხადება. 47 171 მოქალაქეს გაეწია სატელეფონო, 18 264 მოქალაქეს – სკაიპით, ხოლო 11 664 მოქალაქეს - ონლაინ კონსულტაცია. აღნიშნულ პერიოდში დისტანციური მომსახურების სამსახურს უცხოეთში მყოფი პირები ყველაზე ხშირად საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიღების მიზნით მიმართავდნენ. ამავე სამსახურის მეშვეობით 2014 წელს 240 ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ცნობა გაიცა, რომელსაც საზღვარგარეთ დაქორწინების მსურველი საქართველოს მოქალაქეები იყენებენ. გარდა ამისა, 273-მა მოქალაქემ დაბადების განმეორებითი მოწმობა, ხოლო 95-მა მოქალაქემ ქორწინების განმეორებითი მოწმობა მიიღო ქვეყნიდან და სახლიდან გაუსვლელად. 2014 წელს 1375 ადამიანი დისტანციური მომსახურების სამსახურის საშუალებით დადგა საკონსულო აღრიცხვაზე, ხოლო 243-მა მოქალაქემ ისარგებლა ყალბი დოკუმენტების შესწორების მიზნით გამოცხადებული ამნისტიით და მიიღო დოკუმენტები შესწორებული მონაცემებით. ინფორმაციისთვის, დისტანციური მომსახურების სამსახური საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ონლაინ სერვისს სთავაზობს. ამ სერვისით შესაძლებელია სასურველი მომსახურების სახლიდან გაუსვლელად მიღება. მოქალაქეებს განცხადების შევსება სერვისების განვითარების სააგენტოს ვებ გვერდის www.sda.gov.ge საშუალებით შეუძლიათ. სერვისების განვითარების სააგენტოს დისტანციური მომსახურების სამსახური 24 საათის განმავლობაში მუშაობს და მოქალაქეს დაკავშირება მისთვის სასურველ დროს შეუძლია.
უნგრეთში არჩევნებზე მაღალი აქტივობა შენარჩუნებულია: ამომრჩეველთა თითქმის 42%-მა უკვე მისცა ხმა.
მეუფე ნიკოლოზი: მგონი არასწორია ადამიანს უთხრა, პატრიარქობა არ შეიძლება, რადგან 70 წლის ხარ
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
აშშ-მ და ირანმა ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)