2015-05-10 16:03:50, 391 ნახვა
საზოგადოება
NDI ხვალ მედიას საზოგადოებრივი აზრის უახლესი კვლევის შედეგებს წარუდგენს
ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) და CRRC–საქართველო მედიას წარუდგენენ ამა წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებს თემაზე "საზოგადოების განწყობა საქართველოში".
კვლევის პრეზენტაცია გაიმართება ხვალ, 11:00 საათზე, სასტუმროში „რედისონ ბლუ ივერია“.
NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 27 მარტი - 19 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4360 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) აფინანსებს და CRRC–საქართველო ატარებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან