11:23 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-21 12:42:55, 791 ნახვა

რეგიონი
აჭარაში 10 ტურისტული მარშრუტის მარკირება განხორციელდა

აჭარაში ტურისტული მარშრუტების მარკირება მიმდინარეობს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების სააგენტო ნიშნულებს ამჟამად, ეროვნულ პარკებსა და დაცულ ტერიტორიებამდე მისასვლელ ცენტრალურ გზებზე ამონტაჟებს.

მათ შორისაა კინტრიშის ეროვნული პარკამდე, ქობულეთის დაცულ ტერიტორიამდე, მტირალასა და მაჭახელას ეროვნულ პარკებამდე  არსებული გზის მონაკვეთი, რომლის სრული მარკირებაც მიმდინარეობს.

2017 წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ჯამში 50-ზე მეტი მანიშნებელი 10 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით განათავსა.  მათ შორის ისეთ მარშრუტებზე, სადაც საერთოდ არ არსებობდა რაიმე სახის მანიშნებლები. ესენია მწვანე ტბის წრიული მარშრუტი და ქედის მუნიციპალიტეტში არსებული მერისისა და ზენდიდის ტურისტული მარშრუტები. ნიშნულები ასევე დაემატა გობრონეთის, მაჭახელას, კურორტ გოდერძისა და სოფ. დანისპარაულის, ასევე ფრინველებზე დაკვირვების მარშრუტებს.

„მუდმივად ვმუშაობთ მაღალმთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტების განვითარებაზე.  ჩვენი მთავარი მიზანია რეგიონში ჩამოსულმა ტურისტებმა იმოგზაურონ ეროვნულ პარკებსა და რეგიონის ულამაზეს მთიანეთში. ბუნებრივია ამას სჭირდება შესაბამისი ინფრასტრუქტურა ეს იქნება გზები, ნიშნულები თუ ადგილზე არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურა. 2017 წელის იანვრიდან 50-ზე მეტი მანიშნებელი დამონტაჟდა,, რაც  ტურისტებს რეგიონში მოგზაურობა გაუმარტივებს“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და კურორტების თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

წლის ბოლომდე დაგეგმილია მუნიციპალიტეტების ცენტრებში არსებული აჭარის ტურისტული რუქების განახლებაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მარშრუტების კვლევას, მარკირებას, მარშრუტებზე მანიშნებლების და საინფორმაციო დაფების განთავსებას მომალ წელსაც გააგრძელებს. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სადიგოვი - პუტინის მონამ, სამშობლოს მოღალატე ივანიშვილმა ჩემი საქართველოდან გაძევებით ძალიან დიდი დარტყმა მიაყენა საქართველოს
Freedom House - იდენტიფიცირებულია 6 ახალი სახელმწიფო - ავღანეთი, ბენინი, საქართველო, კენია, ტანზანია და ზიმბაბვე, რომლებიც იყენებენ ტრანსნაციონალურ რეპრესიებს
რუსეთის ქალაქ ტაგანროგში, სარაკეტო დარტყმის შემდეგ, დრონების მწარმოებელ ქარხანას ხანძარი გაუჩნდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics