2017-09-20 12:07:45, 850 ნახვა
რეგიონი
ბიბილოვი: სამხრეთ ოსეთში „Роснефти“-ს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება
ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის განცხადებით, "Роснефти"-ს ავტოგასამართი სადგურების მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება, - ინფორმაციას Tass იუწყება.
როგორც დე-ფაქტო პრეზიდენტმა განმარტა, კომპანიასთან მოლაპარაკებების ფაზა დასრულებულია.
"მუშაობა გრძელდება. პირობები, რომლებიც ჩვენს კოლეგებთან შევათანხმეთ, უკვე მიღწეულია და შეთანხმება არსებობს. ვფიქრობ, რომ უახლოეს მომავალში დავიწყებთ ტერიტორიების შერჩევას, იურიდიული საბუთების მომზადებას და მუშაობა მალე დაიწყება", - აღნიშნა ბიბილოვმა.
შეგახსენებთ, რომ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში "Роснефти"-ს სამი ავტოგასამართ სადგურის მშენებლობა იგეგმება.
ავტორი: ,