15:01 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-09-18 14:09:30, 1053 ნახვა

სამხედრო
SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა საკუთარი მისია დაასრულა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის (NATO Core Team) ლიდერის გაცილების ცერემონია გაიმართა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი საქართველოში საკუთარ მისიას ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში ასრულებდა. 
უწყების ინფორმაციით, SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის პოზიციაზე პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს შეცვლის I რანგის კაპიტანი შტეფან ანიგჰოფერი, რომელიც მოვალეობას ოქტომბრიდან შეასრულებს.
გაცილების ღონისძიებაზე ძირითადი ჯგუფის გერმანელი ლიდერი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულად და ეფექტურად განხორციელებისათვის საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ ქაქუცა ჩოლოყაშვილის სახელობის მედლით დააჯილდოვა. 
თავდაცვის მინისტრმა პოლკოვნიკ ტორსტენ კიოლერს საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილეები - ლელა ჩიქოვანი, ნუკრი გელაშვილი, ზაალ კაპანაძე, გიორგი ბუთხუზი, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. 
SNGP-ის ძირითადი ჯგუფის ლიდერის დაჯილდოების ცერემონიალზე, ასევე ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ, საქართველოში აკრედიტებული ნატოს წევრი ქვეყნების თავდაცვის ატაშეები, აშშ-ის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC), საქართველოში აშშ-ის თავდაცვის სისტემის გამოყენებითი ჯგუფისა (CUBIC) და თავდაცვის უწყების სხვა წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

(NS) 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics