09:39 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-09 14:38:34, 1640 ნახვა

საზოგადოება სამხედრო
ზურაბ პატარძემ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისი მიულოცა

9 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის  მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე, ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებას დაესწრო. 

ღონისძიებას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე, ქალაქ ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი და სხვა ოფიციალური პირები ესწრებოდნენ.

გმირთა ხეივანში შეკრებილმა მთავრობის წარმომადგენლებმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებმა, ბათუმის საზღვაო აკადემიის კურსანტებმა და  მოქალაქეებმა დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

დღესვე, მომავალმა ზღვაოსნებმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის საკანონმდებლო და აღმასრულებელი, ასევე ქალაქის ხელმძღვანელობასთან ერთად ანატოლი კაჭარავას საფლავი ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს მის ხსოვნას.

სახელმგანთქმული შორეული ნაოსნობის კაპიტანი, ანატოლი კაჭარავა, 9 მაისს იყო დაბადებული, იგი საბჭოთა კავშირის გმირის წოდებას ატარებდა.

ამჟამად ბათუმში მეორე მსოფლიო ომის 26 ვეტერანი და ომში დაღუპული 18 ოჯახი ცხოვრობს. ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები მერიისგან ერთჯერადი მატერიალური დახმარების სახით ფულად დახმარებას იღებენ.

თარიღთან დაკავშირებით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში ღონისძიებებია დაგეგმილი. 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ანაპას მახლობლად, შავ ზღვაში ნავთობის დაღვრას „ჩრდილოვან“ ტანკერზე დრონის თავდასხმას უკავშირებენ
ირანმა კომერციული გემებისთვის ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ განაცხადა
კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლის არჩევნებს მოიგებს, მას შემდეგ რაც პარტიებს აკრძალავს
კობახიძე კვლავ იყენებს საპატრიარქოს სახელს ოპონენტებზე თავდასასხმელად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics