10:55 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-05-04 13:20:56, 607 ნახვა

რეგიონი
აჭარაში გიდების გადამზადება დაიწყო

აჭარაში გიდების გადამზადება დაიწყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სატრენინგო კურსის მიზანი აჭარაში მოქმედი გიდების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაა

დეპარტამენტის ცნობით, გიდების გადამზადების პირველ ეტაპზე,  20-მდე გიდი ბათუმის ტურის მიმართულებით გადამზადდა. ტრენინგების განმავლობაში მათ ქალაქის ისტორიის, აჭარის ეთნოგრაფიის, გიდის ხელოვნების, ქალაქის ძველი და თანამედროვე არქიტექტურის შესახებ ინფორმაცია ისტორიკოსებისგან, ეთნოგრაფებისა და პროფესიონალი გიდებისგან მიიღეს. მათ, ასევე ჩაუტარდათ პრაქტიკული საფეხმავლო ტური ბათუმის ფარგლებში. 

20 საათიანი სატრენინგო კურსის მიზანი აჭარაში მოქმედი გიდების ცოდნის გაღრმავება და მათთვის ხარისხის ნიშნის მისაღები გამოცდებისთვის მომზადებაა. შემდეგი კვირიდან კი გიდების გადამზადება მთიანი აჭარის 4 ტურისტული მარშრუტის მიმართულებით იწყება. დაცული ტერიტორიების, მაჭახელას, ქედის ღვინის მარშრუტისა და მაღალმთიანი აჭარის ტურებზე 60-მდე გიდი ივნისის შუა რიცხვებამდე გადამზადდება.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წელს, იწყებს ხარისხის ნიშნის მინიჭებას „რეკომენდებულია ტურიზმის დეპარტამენტის მიერ“ უკვე გიდებისთვის. გიდები, რომლებსაც სურთ ხარისხის ნიშნის მიღება სპეციალურ გამოცდას ჩააბარებენ, რომლის შემდეგაც ისინი რეკომენდებულნი იქნებიან აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
ირანმა შესაძლოა ჰორმუზის სრუტის ნაწილი გახსნას, თუმცა არსებობს ერთი პირობა, - Reuters
სალომე ზურაბიშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - არც განმარტება… ცაც ბიძინასია?
ტრამპმა ლიბანისა და ისრაელის ლიდერებს შორის 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველად, შეხვედრის შესახებ განაცხადა.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics