15:02 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-04-10 10:28:55, 369 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და ბრაზილიას შორის უვიზო მიმოსვლის რეჟიმი ამოქმედდა

საქართველოსა და ბრაზილიის რესპუბლიკას შორის ორდინალური პასპორტების მფლობელთათვის ვიზის მიღების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ შეთანხმება ძალაში შევიდა.

ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

უწყების ინფრომაციით, შეთანხმება ნოტების გაცვლის გზით დაიდო და მას მთავრობის სახელით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, თამარ ბერუჩაშვილმა 2015 წლის 11 მარტს მოაწერა ხელი.

დღეიდან, ტურისტული და საქმიანი მიზნით მგზავრობის მსურველი ორდინალური პასპორტის მფლობელი მოქალაქეები თავისუფლდებიან ვიზის აღების ვალდებულებისაგან. კერძოდ, საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ ბრაზილიის ტერიტორიაზე შესვლა, ყოფნა და ტრანზიტი 90 დღის განმავლობაში 180 დღიან პერიოდში, რომლის ათვლაც ქვეყანაში პირველად შესვლის დღიდან მოხდება. ანალოგიური რეჟიმი იმოქმედებს ბრაზილიის მოქალაქეების მიმართ.

ცნობისთვის, საქართველოსა და ბრაზილიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები 1993 წლის 28 აპრილს დამყარდა. 2010 წელს საქართველომ საელჩო გახსნა ბრაზილიაში, რასაც ბრაზილიის მხარემ ანალოგიური ნაბიჯით უპასუხა 2011 წელს. ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა არაერთი მაღალი დონის ვიზიტი და შეხვედრა როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო დონეებზე.

„ხსენებული შეთანხმების გაფორმება წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, და  მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია როგორც სახელმწიფოთაშორისი პარტნიორობის, ისე ხალხთაშორისი ურთიერთობების თვალსაზრისით. შეთანხმების გაფორმება გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ბიზნეს-წრეების დაახლოებას, ტურისტული ნაკადების მიმოსვლას გაზრდას“, - აცხადებენ საქართველოს საგარეო უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
ფიკომ უკმაყოფილება გამოთქვა, რომ ლიეტუვა და ლატვია მის თვითმფრინავს 9 მაისს მოსკოვში არ გაუშვებენ
ზელენსკი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შერბილების გაგრძელება აძლიერებს რუსეთის ლიდერების ილუზიას, რომ შეუძლიათ ომის გაგრძელება
მილანში ულტრამემარჯვენეების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს არეულობა დაიწყო - ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics