2015-04-09 14:30:52, 410 ნახვა
პოლიტიკა
ჯანელიძე: დარწმუნებული ვარ, ეს დანაშაული უახლოეს ხანებში გაიხსნება და დამნაშავე საკადრისად დაისჯება
„დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანებში ეს დანაშაული გაიხსნება და დამნაშავე საკადრისად დაისჯება“, - ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ მოკლული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე განაცხადა.
„მივუსამძიმრეთ გმირი პოლიციელის ოჯახს. ეს არის უდიდესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისათვის. დარწმუნებული ვარ, უახლოეს ხანებში ეს დანაშაული გაიხსნება და დამნაშავე საკადრისად დაისჯება. ვერავინ ვერ დარჩება დაუსჯელი, ვინც ხელს აღმართავს ქართველ სამხედროსა და პოლიციელზე. ჩვენს ქვეყანაში ყველას საკადრისი პასუხი გაეცემა“, - განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
ქაშუეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში დაღუპული პოლიციელის ბექა მარგიშვილის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან