2015-04-04 11:19:35, 478 ნახვა
პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
კოალიცია „ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.
სხდომას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.
როგორც სხდომის დაწყებამდე საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ვლოსკიმ განაცხადა, სხდომაზე სხდომაზე მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებენ.
„სხვადასხვა საკითხია, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი და მნიშვნელოვანი ახლად არჩეული კომიტეტების თავმჯდომარეებთან თანამშრომლობის ფორმატი და საკითხები, რომელიც ერთბლივად უნდა განვიხილოთ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.
ამასთან, დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ განხილვის ერთ-ერთი თემა დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნის თაობაზე "თავისუფალი დემოკრატების" ინიციატივაც იყოს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან