03:13 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-03-07 18:51:18, 867 ნახვა

რეგიონი
აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება "საკონსტიტუციო" ცვლილებებს გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის წევრ ვალერი აგრბას მიაჩნია, რომ აფხაზეთში "საპარლამენტო არჩევნების" ჩატარების შემდეგ, ახალმა პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები უნდა განახორციელოს, - ამის შესახებ "რია-ნოვოსტი" იუწყება.  

აგრბას მოსაზრებით, "საკონსტიტუციო" ცვლილებები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს, რათა დე ფაქტო ხელისუფლებამ უფრო მდგრადი განვითარება შეძლოს, მათ შორის სოციალურ-ეკონომიკური კუთხით.

ვალერი აგრბას თქმით, გასატარებელია "საარჩევნო სისტემის", საჯარო სამსახურისა და ჯანდაცვის რეფორმები, ასევე აუცილებელია საკანონმდებლო და აღმასრულებელი რგოლების რეფორმაც. მისი განმარტებით, "პარლამენტში" მოხვედრილ პარტიებს "მთავრობის" ფორმირებაზე გავლენა უნდა შეეძლოთ.

ცნობისთვის, აფხაზეთში დე ფაქტო პარლამენტის არჩევნები 12 მარტს არის დაგეგმილი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics