15:09 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-01-30 13:59:53, 715 ნახვა

რეგიონი
აჭარამ სტამბოლის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში "EMITT 2017"  მონაწილეობა მიიღო. 

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პოტენციალი გამოფენაზე საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან და ტურისტულ კომპანიებთან ერთად წარადგინა.

მათივე ინფორმაციით, გამოფენის ვიზიტორები სტენდთან აჭარის ტურისტული პროდუქტებისა და შესაძლებლობების შესახებ მომზადებულ სარეკლამო-საინფორმაციო მასალებს გაეცნენ და დეპარტამენტის წარმომადგენლისგან დეტალური ინფორმაცია მიიღეს რეგიონის შესახებ.

სტამბულის საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე საქართველოს სტენდმა გასული წლის მსგავსად წელსაც ყველაზე ორგანიზებული სტენდის ჯილდო მიიღო.

გამოფენა "EMITT 2017" მსოფლიოში ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული გამოფენაა, რომელშიც მონაწილეობას 450-მდე კომპანია მსოფლიოს 80-ზე მეტი ქვეყნიდან მონაწილეობს.

გამოფენა ხალმრავლობითა და მონაწილეთა მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი გამოფენაში 2007 წლიდან ღებულობს მონაწილეობას.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს წლის ბოლომდე 20-მდე საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე წარადგენს.

აქედან მხოლოდ თებერვალში  მონაწილეობის მიღება ლატვიის, ესტონეთის, პოლონეთისა და ისრაელის გამოფენებში იგეგმება.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics