19:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-25 14:40:21, 363 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს წარმომადგენლებმა არალეგალური მიგრაციისა და საზღვრის მართვის საკითხებზე გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის (EaP) წევრი ქვეყნების წარმომადგენლებთან ერთად, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) ფარგლებში გამართულ კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

შსს-ს ინფორმაციით, კონფერენცია სასტუმრო „თბილისი მერიოტში“ გაიმართა და მასში საქართველოს, უნგრეთის, რუმინეთის, პოლონეთის, სლოვაკეთის, ლატვიის, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მაღალი დონის წარმომადგენლებმა მიიღეს მონაწილეობა.

უწყების ცნობით, მხარეებმა პროექტის ფარგლებში მიღწეული შედეგები განიხილეს და შემდგომი თანამშრომლობის სფეროებზე ისაუბრეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „აღმოსავლეთ პარტნიორთა თანამშრომლობა არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში – პრაღის პროცესის ხელშეწყობა“ (EaP-SIPPAP) საქართველოში 2013 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში არალეგალურ მიგრაციასთან ბრძოლის სფეროში სტრატეგიული და ოპერატიული თანამშრომლობისთვის ხელის შეწყობა და გაძლიერება. იგი უმთავრესად არალეგალური მიგრაციის პრევენციასა და საზღვრის მართვის ხელშეწყობაზე ეფექტიანი და კოორდინირებული მეთოდების შემუშავებაზეა ორიენტირებული.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში, შსს-ს აკადემიაში, აღმოსავლეთ პარტნიორობისა და პროექტის „EaP-SIPPAP“ პარტნიორი, ევროკავშირის წევრი ქვეყნების სამართალდაცვით სასწავლო დაწესებულებებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს პროექტის პარტნიორი 10 ქვეყნის სასწავლო დაწესებულებების მაღალი რანგის წარმომადგენლებმა მოაწერეს ხელი. მრავალმხრივი მემორანდუმის გაფორმება აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მონაწილეობით პირველად მოხდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics