03:01 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 17:44:48, 707 ნახვა

რეგიონი
მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების რეაბილიტაცია/მშენებლობა იწყება

მარნეულში, ბოლნისსა და ჭიათურაში აზიის განვითარების ბანკის (ADB) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება წყალმომარაგების და კანალიზაციის სისტემების (კანალიზაციის განწმენდი ნაგებობების ჩათვლით) რეაბილიტაცია/მშენებლობა. ყოველივეს ითვალისწინებს „ურბანული მომსახურების გაუმჯობესების საინვესტიციო პროგრამა - პროექტი 6“, რომლის განხორციელების მიზნით სასესხო შეთანხმებას ფინანსთა სამინისტროში ხელი მოაწერეს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. 

აღნიშნული შეთანხმებით საქართველოსათვის გამოყოფილი იქნება შეღავათიანი ფინანსური რესურსი  99 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით. 

გარდა ამისა, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის, რომელსაც ხელი მოაწერეს საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა, გიორგი კობერიძემ და საქართველოში ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარმა. 

პროექტს  განახორციელებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო  და საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია. პროექტის განხორციელება 2017 წელს დაიწყება და დაახლოებით ორ წელიწადში დასრულდება. 

(NS)

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„ასობით Patriot-ის რაკეტა და დრონი“. უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის პაკეტზე შეთანხმდნენ
სახელმწიფო დუმამ პუტინს უფლება მისცა, არმია განალაგოს იმ ქვეყნებში, სადაც რუსებს აპატიმრებენ
Zeekr 8X - ახალ ლუქს კლასის დამუხტვად ჰიბრიდს „ზიკერ ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე ზაფხულში წარადგენს
მეწარმე ქალთა განვითარების პროგრამა ზუგდიდში გაიმართება — პროგრამის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics