20:44 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-12-15 15:30:34, 690 ნახვა

სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო საფრანგეთის საჰაერო თავდაცვის ექსპერტთა ჯგუფს მასპინძლობს

თავდაცვის სამინისტროში  საჰაერო თავდაცვის სისტემის განვითარების მიზნით განსახორციელებული კონკრეტული ღონისძიებები განისაზღვრა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, დღეს გამართულ შეხვედრაზე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა ჩიქოვანმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში საჰაერო თავდაცვის ინიციატივაზე მომუშავე ფრანგი ექსპერტების ჯგუფს უმასპინძლა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მისი მოადგილე, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე დაესწრნენ.

ქართული და ფრანგული მხარეები პრაქტიკული თანამშრომლობის ფორმატზე შეჯერდნენ, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს საჰაერო სისტემის ნატოსთან თავსებადობის გაზრდას რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე.

ლელა ჩიქოვანმა ფრანგულ მხარეს ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ  საფრანგეთთან ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

„აღნიშნული ვიზიტი არის ნათელი დემონსტრირება, რომ ფრანგული მხარე აქტიურადაა ჩართული ინიციატივის ფარგლებში გათვალისწინებული ამოცანების ეფექტურად განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა  ჩიქოვანმა.

საჰაერო თავდაცვის ინიციატივა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP)  ერთ-ერთი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას, ნატოსთან თავსებადობის ამაღლებას, რეგიონული უსაფრთხოების განმტკიცებას და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობას.

(NS) 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნება მცირე მეღვინეობებისთვის წესებს შეცვლის და ხარისხის კონტროლს გაამკაცრებს
პაპუაშვილი აბასთუმნის ცის დაკეტვაზე - რადიკალური ოპოზიცია ცდილობს, არ დაუშვან სამეცნიერო პოტენციალის ათვისება
ვაჟა-ფშაველას გამზირზე საგზაო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
ეკონომიკის სამინისტრო - საჰაერო სივრცეში შემზღუდველი ზონის შემოღება ემსახურება სამეცნიერო ობსერვატორიის მიზნებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics