20:36 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-27 17:29:38, 1286 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ტყემალაძე: არ აქვს მნიშვნელობა, ვინ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, გადატრიალების მცდელობა სახეზეა

არ აქვს მნიშვნელობა რომელმა პოლიტიკურმა ძალამ გაავრცელა აუდიო ჩანაწერი, გადატრიალების მცდელობა სახეზე გვაქვს, - ამის შესახებ "თოფაძე-მრეწველები, ჩვენი სამშობლოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ ტყემალაძემ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით "ექსპრესნიუსის" კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც ტყემალაძემ აღნიშნა, სამართალდამცველები ჩანაწერების ფაქტს გამოიძიებენ.

"გადატრიალების მცდელობა სახეზე გვაქვს. ასეთი ჩანაწერები არ ემსახურება სამართლიან და ნორმალურ პირობებში არჩევნების ჩატარებას. მოვუწოდებ ყველას, თავი შეიკავონ და პროვოკაციებს არ აყვნენ. რა თქმა უნდა სამართალდამცველები აღნიშნულ ფაქტს გამოიძიებენ. დარწმუნებული ვარ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები მუშაობენ გამართულად და არ დაუშვებენ, რომ რაიმე სახის რევოლუციური მუხტი შემოიტანონ", - განაცხადა ტყემალაძემ.

ცნობისთვის, სოციალურ ქსელ Youtube-ში მორიგი სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გავრცელდა.

ჩანაწერში სავარაუდოდ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების სატელეფონო საუბარია ასახული, რომლებიც რევოლუციურ სცენარზე საუბრობენ.

ჩანაწერის ავთენტურობა ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ომბუდსმენმა ამაღლობელისა და მომიტინგეების საკითხი ევროპის საბჭოს კომისართან განიხილა
უკრაინა და გერმანია 4 მილიარდი ევროს ოდენობის სამხედრო თანამშრომლობის პაკეტზე შეთანხმდნენ
კრემლმა გადაწყვიტა, პუტინის რეიტინგის შემცირების გამო Telegram-ზე ბლოკი შეემსუბუქებინა
თურქეთი ისრაელს ომით ემუქრება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics