03:16 - 14 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-26 16:35:01, 983 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე "ოცნებაზე": იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს, მათი მხოლოდ დრონია

"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის დავით ბაქრაძის განცხადებით, დღევანდელ მთავრობას არანაირი დამსახურება არ აქვს.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, საქართველოს ფეხზე დაყენება და შველა სჭირდება.

"იმ კლიპშიც კი, რომელიც გადაიღეს „ჩვენი საქართველო აქ არისო“, მათი არის მარტო დრონი და მათი გაღიმებული სახეები. იმ კლიპში ჩანს ჩვენი საქართველო, რომელსაც ღმერთმა ასე უხვად მისცა სილამაზე, ჩანს ჩვენი აშენებული გზები და ქალაქები. ამიტომ მინდა ყველას ვუთხრა, მე არ ვიცი, სადაა მთავრობის საქართველო, მაგრამ აქ ჩვენი საქართველოა. ის ქვეყანა, რომლის შენებაც დავიწყეთ 2004 წელს, სადაც არც გზა იყო, არც შუქი, არც პენსია. აი, ეს იყო 2004 წელს ჩვენი საქართველო და ის ჩვენ 2012 წლამდე ფეხზე დავაყენეთ. ამ ჩვენს საქართველოს დღეს ფეხზე დაყენება და შველა ისევ სჭირდება და მას 8 ოქტომბერს ისევ ვუშველით, ისევ ფეხზე დავაყენებთ და ისევ წინ წავიყვანთ. მე მჯერა ჩვენი გამარჯვების“, - მიმართა ბაქრაძემ მხარდამჭერებს.

ცნობისთვის, "ნაციონალურმა მოძრაობამ" ზუგდიდის მოსახლეობას წინასაარჩევნო პროგრამა წარუდგინა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის მიერ ირანის პორტების ბლოკადა ძალაში შევიდა. ტრამპი „თავდამსხმელი გემების“ განადგურებით იმუქრება
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics