03:10 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-09-06 16:33:23, 2185 ნახვა

მსოფლიო
ლონდონის აეროპორტმა კომპიუტერული სისტემის ხარვეზისა და საპროტესტო აქციის გამო მუშაობა შეაჩერა

ლონდონ სიტის აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა, - ამის შესახებ BBC იუწყება.

როგორც მედია საშუალება წერს, მუშაობის შეჩერების მიზეზები British Airways კომპიუტერული სისტემის ხარვეზი და საპროტესტო აქცია გახდა.

კერძოდ, მოძრაობის “ფერადკანიანთა სიცოცხლე მნიშვნელოვანია” აქტივისტებმა აეროპორტის ერთადერთი ასაფრენი ბილიკი დაიკავეს.

მედიის ინფორმაციით, 10-მდე ადამიანმა, რომლებიც ერთმანეთთან ხელბორკილებით იყვნენ დაკავშირებულები, ტერიტორიის დატოვებაზე უარი განაცხადა. ადგილზე მისულმა პოლიციამ დემონსტრანტები დააკავა და ასაფრენი ბილიკი გაათავისუფლა. თუმცა კომპიუტერულ სისტემაში არსებული ხარვეზის გამო აეროპორტის მუშაობა ამ დრომდე არ განახლებულა. ავიაკომპანია “ბრითიშ ეარვეისმა” შექმნილი სიტუაციის გამო მგზავრებს ბოდიში მოუხადა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი: თუ ირანი გარიგებას არ დათანხმდება, ყველა ელექტროსადგურს და ხიდს დავანგრევთ
ბერი ნიკოლოზი (ნარიმანი) გარდაიცვალა
მეუფე იაკობი - ცხვირს არავის არსად არ ჩავაყოფინებთ! კარგად გაითვალისწინოს ყველამ
ქართველი სამხედრო გიორგი კუპარაშვილი, უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე არმიის კორპუსის პოლკის მეთაურად დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics