2016-08-19 12:02:34, 1740 ნახვა
მსოფლიო
მოსკოვის ოლქში პოლიციაზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა
მოსკოვის ოლქში საგზაო-საპატრულო სამსახურზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო, - ამის შესახებ ინფორმაციას დამკვირვებელთა ჯგუფი SITE Inteligence Team ავრცელებს.
როგორც დაჯგუფებასთან დაკავშირებული სააგენტო Amaq-ი წერს, ტერორისტული დაჯგუფება იტყობინება, რომ პოლიციაზე თავდამსხმელები ჩეჩნეთის მკვიდრნი და “ისლამური სახელმწიფოს” “მეომრები” იყვნენ. ისინი სამართალდამცველებს ცულით დაესხნენ თავს და მათი იარაღის წართმევა სცადეს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვის ოლქში საგზაო-საპატრულო სამსახურზე თავდასხმა 17 აგვისტოს განხორციელდა. თავდასხმაში 2 ადამიანი მონაწილეობდა. ერთ-ერთი მათგანი ცულით შეიარაღებული იყო, მან პოლიციელი დაჭრა. საპასუხოდ სამართალდამცველებმა ცეცხლი გახსნეს, რის შედეგადაც ორი თავდასხმელი გარდაიცვალა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან