2016-08-10 13:25:29, 2485 ნახვა
მსოფლიო
ბაღდადში სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად 11 ახალშობილი გარდაიცვალა
ერაყის დედაქალაქ ბაღდადში, ერთ-ერთ სამშობიაროში გაჩენილი ხანძრის შედეგად სულ მცირე 11 ახალშობილი გარდაიცვალა, - ამის შესახებ უცხოური მედია იუწყება.
როგორც მედია საშუალება წერს, ინციდენტის შედეგად 19-მა ქალმა მაღალი ხარისხის დამწვრობა მიიღო. ამასთან, კვამლით მოწამლულებიც არიან. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
მაშველებმა სამშობიაროდან 29 ქალისა და 7 ახალშობილის ევაკუაცია განახორციელეს.
ერაყის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
მედიის ცნობით, სხვა დეტალები ჯერ უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან