18:38 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-08-03 13:46:06, 1025 ნახვა

კომენტარი
იზორია: პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი უზრუნველყოფილი იქნება

„სამინისტროში გამართულ შეხვედრებზე კიდევ ერთხელ გამოვხატე მაქსიმალური მხარდაჭერა, როგორც ჩემი, ისე პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოფილი იქნება პროფესიული ნიშნით, სამხედროების, ოფიცრების, ჯარისკაცების მიუკერძოებლობა, ნეიტრალობა  და პოლიტიკური ჩაურევლობის პრინციპი“,-ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, გენერალური შტაბის დამოუკიდებლობის ხარისხი და ჯარისკაცი დამოუკიდებლობა პოლიტიკისგან ერთ-ერთი მთავარი ამოსავალი პრინციპი იქნება.

„იყო გარკვეული სპეკულაციები, რომ იზორიას დანიშვნამ შეიძლება, ეს მიუკერძოებლობა დაარღვიოს. გენშტაბის დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი და ჯარისკაცის დამოუკიდებლობა პოლიტიკისგან იქნება მთავარი ერთ-ერთი ამოსავალი პრინციპი. მთავარია, ჩვენს ოფიცრებს, ჯარისკაცს შევუქმნათ საქმიანობის ღირსეული პირობები. პირობები იმისთვის, რომ მისი სარისკო სამსახური, თითეული ჩვენგანისა და მინისტრის მიერ არის დაფასებული, რომ ის იღებს მაქსიმალურად პირობებს სახელმწიფოსგან, იქნება ეს კვებაში, სამხედრო ფორმაში, თუ დისციპლინის კონტროლში გამოხატული. ეს არის ჩემი პრინციპი - ჯარისკაცმა იგრძნოს ღირსეული ქვეყნის სამსახურში თავი, ქვეყნისა, რომელიც საქმიანობას უფასებს“,-განაცხადა იზორიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანი და უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სიიარტო არჩევნებში დამარცხების შემდეგ საზოგადოების თვალთახედვიდან გაუჩინარდნენ
ანაპას სანაპიროზე ნავთობის დაღვრის შედეგად 200-ზე მეტი დაშავებული ფრინველი აღმოაჩინეს
სააკაშვილი: ივანიშვილს და ოცნებას მამა გარდაეცვალა ორბანის სახით
პოპის ვარსკვლავი ბრიტნი სპირსი ალკოჰოლიზმთან საბრძოლველად რეაბილიტაციის ცენტრში დაწვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics