|
2016-07-29 18:45:28, 1036 ნახვა
კომენტარი
ირაკლი აბესაძე: მერიაში კორუფციული სქემებით მუშაობენ, ახალი მოადგილეების დანიშვნით არაფერი შეიცვლება
თბილისის მერის მიერ წარდგენილი ახალი მოადგილეები თავიანთ მოვალეობებს კარგად ვერ შეასრულებენ, რადგან მერია არაპროფესიონალი ადამიანებით არის დაკომპლექტებული, - ამის შესახებ "ექსპრესნიუსს" თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - თბილისის“ თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ განუცხადა. როგორც აბესაძემ აღნიშნა, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, თბილისის მერიაში არაკომპეტენტური ადამიანები მუშაობენ. "რაც ყველაზე მთავარია, მერიაში კორუფციული სქემებით მუშაობენ, ამიტომ ახალი მოადგილეების დანიშნვით არსებითად არაფერი შეიცვლება. ეს არის შიდა გადაადგილება. სამწუხაროდ აღნიშნული ცვლილებები, საზოგადოებისთვის არანაირი დადებითი შედეგების მომტანი არ იქნება", - განაცხადა აბესაძემ. მისივე განმარტებით, დავით ნარმანიას მიერ მოადგილეების ხშირი ცვლა, საქმის კეთების სურვილს ან არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებას არ უკავშირდება. "ეს უკავშირდება თანამდებობების გადანაწილებას, შიდა კონკურენციას "ქართული ოცნების" სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფებს შორის და კიდევ ერთხელ ვამბობ, არანაირი კავშირი საქმის კეთების სურვილთან არ არის", - განაცხადა ირაკლი აბესაძემ. ცნობისთვის, თბილისის მერმა დავით ნარმანიამ საკრებულოს ოთხ ვაკანტურ თანამდებობაზე კანდიდატურები წარუდგინა. მერის მაოდგილეებად თბილისის მერიის ადმინისტრაციის მოქმედი უფროსი გიგა ნიკოლეიშვილი და იურიდიული სამსახურის უფროსი ნატო ქიტიაშვილი არიან წარდგენილები.
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
პეტერ მადიარმა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კონფიდენციალური დოკუმენტების განადგურებაში დაადანაშაულა
მადიარი -ორბანი საკუთარი ხალხის პრობლემებზე არ საუბრობდა, ის მოსახლეობას ომით აშინებდა
WSJ: აშშ-სა და ისრაელის დაბომბვებმა ირანს ბირთვული ბომბის შექმნის შესაძლებლობა არ წაართვა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინამ ერთ თვეში მეორედ შეუტია ევროპაში უდიდეს რუსულ ფოსფატურ სასუქების ქარხანას
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)