2016-07-21 20:12:41, 1715 ნახვა
მსოფლიო
ბრაზილიაში 10 ადამიანი დააკავეს - ისინი, სავარაუდოდ ტერაქტის მოწყობას გეგმავდნენ
ბრაზლიის პოლიციამ 10 ადამიანი დააკავა, რომლებიც რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადის დროს სავარაუდოდ ტერაქტების მოწყობას გეგმავდნენ, - ამის შესახებ Reuters-ი ბრაზილიის იუსტიციის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.
მედია საშუალების ინფორმაციით, დაკავებულები “ისლამური სახელმწიფოს” წევრები არ არიან, თუმცა ეჭვმიტანილები ისლამისტებთან დაკავშირებას ცდილობდნენ. Reuters-ის ცნობით, ისინი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარე პარანას შტატში დააკავეს. ყველა დაკავებული ბრაზილიელია.
ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბრაზილიის მთავრობა საგანგებო სხდომას გამართავს.
ცნობისთვის, რიოს ოლიმპიადა 5 აგვისტოს იხსნება და 21 აგვისტომდე გაგრძელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან