2016-07-16 02:25:59, 1471 ნახვა
მსოფლიო
შეერთებული შტატები ინჯერლიკის ბაზის დასაცავად სრულ სამხედრო მზადყოფნას აცხადებს
ამ წუთებში ვრცლდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ინჯერლიკის ბაზის დასაცავად სრულ სამხედრო მზადყოფნას აცხადებს.
შეგახსენებთ, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობა მოხდა. პრეზიდენტი ამ დროისთვის უსაფრთხო ადგილასაა გადაყვანილი. დაკეტილია ყველა აეროპორტი. ქვეყნის ორ დიდ ქალაქში პანიკაა, გადაკეტილია ასევე ქვეყნის ორი მთავარი ხიდი.
ქუჩებში სამხედრო ტექნიკასთან ერთად ასობით ჯარისკაცი იმყოფება სრული შეიარაღებით. გარდა ამისა, დედაქალაქის თავზე გამანადგურებლები და ვერტმფრენები ტრიალებენ.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, ქვეყანაში გაითიშა ინტერნეტი და ბლოკირებულია პრეზიდენტის რეზიდენცია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან