19:32 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-03-04 13:11:48, 376 ნახვა

პოლიტიკა
საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეები, უფლებამოსილების გადამეტებისთვის შესაძლოა, არ დაისაჯონ

საშუალო და ქვედა რგოლის საჯარო მოხელეებს, სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის შესაძლოა, პასუხისმგებლობა არ დაეკისროთ.
ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სასტუმრო „თბილისის მერიოტში“ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიება მთავარ აქცენტს დანაშაულის ინიციატორზე და ორგანიზატორზე გააკეთებს.
„ჩვენ  ვმსჯელობთ და კიდევ გავაგრძელებთ მსჯელობას იმასთან დაკავშირებით, რომ საშუალო და ქვედა რგოლი საჯარო მოხელეებს,  რომლებმაც შესაძლოა გადაამეტეს თვის უფლება მოსილებას, მაგრამ არ აქვთ  ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაული, არ დაეკისროთ პასუხისმგებლობა.  მთავარ აქცენტს გამოძიება  დანაშაულის ინიციატორზე და ორგანიზატორზე გააკეთებს“, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით,“სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტი“ საჯარო მოხელეების მიერ ჩადენილ იმ დანაშაულებრივ ფაქტებს გამოიძიებს, რომელთა შედეგადაც მოქალაქეებს ფიზიკური და მატერიალური ზიანი მიადგათ.
„ეს არის სახელმწიფოს მიერ ქონებების უკანონოდ ჩამორთმევის და ძალადობის ფაქტები, ცემა, წამება, არაადამიანური მოპყრობა , დამამცირებელი მოპყრობა. ასევე შესწავლილი იქნება ციხეებში ჩადენილი დანაშაულებები. სხვა საჯარო მოხელეთა მიერ ჩადენილი დანაშაულებები.  რა თქმა უნდა შესაბამის მტკიცებულებების მოპოვების შემთვევაში საქართველოს პროკურატურა განახორციელებს შესაბამის სისხლისსამართლებრივ დევნას და მნიშვნელოვანია, რომ სამართლებრივი შეღავათები გაეწევათ იმ პირებს, რომლებიც გამოძიებასთან ითანამშრომლებენ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ადამიანის უფლებათა კომისარს მოუწოდეს გამოიძიოს ივანიშვილის რეჟიმის პრაქტიკა, გააშიშვლონ პატიმარი ქალები
მსჯავრში მყოფი, აქციაში მონაწილე რუსეთის მოქალაქეები კარტის თამაშის გამო 5000-5000 ლარით დააჯარიმეს
რეჟიმმა ჯარის მოწამვლის საქმეში ბრალდებული „ბატონოსა“ და „კულას“ მფლობელი გაათავისუფლა
ივანიშვილის საგარეო მინისტრი - ბრიუსელის გადაწყვეტილებით, საქართველოსთან დიალოგი შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics