12:22 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-06-30 15:07:20, 1280 ნახვა

მსოფლიო
Hurriyet: თურქეთის სპეცსამსახურები ტერაქტში ეჭვმიტანილის სავარაუდო ეროვნებას ასახელებენ

სტამბოლის აეროპორტზე თავადსხმაში მონაწილე ერთ-ერთი თვითმკვლელი ტერორისტი სავარაუდოდ ჩეჩნეთის მკვიდრია, - ამის შესახებ სააგენტო Hurriyet იუწყება.

მედია საშუალება სავარაუდო თავდამსხმელის სახელსაც ასახელებს. ის ოსმან ვადინოვია.

როგორც თურქული სპეცსამსახურები ვარაუდობენ, ის თურქეთის ტერიტორიაზე სირიის ქალაქ რაქადან ჩავიდა. ამასთან, სპეცსამსახურები არნიშNულ იფნორმაციას ჯერ არ ადასტურებენ.

შეგახსენებთ, რომ ათათურქის საერთაშორისო აეროპორტში ტერაქტს 42 ადამიანი ემსხვერპლა. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 239 დაშავებულიდან საავადმყოფოში ამ დრომდე 128 ადამიანი რჩება, მათგან 41 ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში იმყოფება.

კიდევ ერთი თურქული მედია საშუალება Yeni Safak პოლიციაში ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ თვითმკვლელები დაღესტნის, ყურგიზეთისა და უზბეკეთის მკვიდრნი იყვნენ.

გამოცემა წერს, რომ ათათურქის აეროპორტში ტერაქტის მომზადებაში 8 ადამიანი მონაწილეობდა. 3 თვითმკვლელი თავდასხმის შემსრულებელი იყო.

ცნობისთვის, ორგანიზატორებიდან ერთი დაკავებულია, კიდევ 4 ეძებენ.

ადგილობრივი მთავრობა მიიჩნევს, რომ ტერაქტების სერია "ისლამურმა სახელმწიფომ" მოაწყო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics