11:26 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-04-07 18:33:46, 1065 ნახვა

მსოფლიო
ერდოღანი: თუ ევროკავშირი ვალდებულებებს არ შეასრულებს, ანკარა მიგრანტებს არ მიიღებს

თუ ევროკავშირი საკუთარ ვალდებულებებს არ შეასრულებს, მაშინ ანკარა მიგრანტების მიღების საკითხზე ევროკავშირთან მიღწეულ შეთანხმებას გაწყვეტს, - ამის შესახებ თურქული სააგენტო Hurriyet იტყობინება.

აღნიშნული განცხადება ერდორანმა ანკარაში სამართალდამცველებთან შეხვედრისას გააკეთა.

მისი თქმით, ევროპამ ჯერჯერობით არც ერთი დაპირება არ შეასრულა.

ევროკავშირმა და თურქეთმა მიგრანტებთან დაკავშირებით შეთანხმებას 18 მარტს მიაღწიეს. მიღწეული შეთანხმებით, 20 მარტის შემდეგ ევროპაში კერძოდ კი საბერძნეთში ჩასულ არალეგალ მიგრანტებს თურქეთს გადასცემენ, საპასუხოდ ევროკავშირი მიიღებს სირიის მოქალაქეებს თურქეთში გახსნილი ლტოლვილთა ბანაკებიდან.

აღსანიშნავია, რომ მიგრანტების გადაყვანის და ბანაკებში განთავსების ხარჯებს ევროკავშირი უზრუნველყოფს. ცნობისთვის, ეს შეტანხმება თურქეთს დამატებით 3 მილიარდ ევროს მიიღებს.

რამდენიმე დღის წინ საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა განაცხადა, რომ იანვრის შუა რიცხვებიდან თურქეთმა რამდენიმე ასეულ სირიელ ლტოლვილს სამშობლოში დაბრუნება აიძულა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში!
პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო - დაკავებულია 2 პირი
თბილისში კაცი ცოლის არასრულწლოვან შვილიშვილებს პერიოდულად აუპატიურებდა
პოლიციამ ცხოველისადმი სასტიკი მოპყრობის ფაქტზე 1 პირი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics