03:31 - 13 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-03-02 10:27:54, 1547 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი - როცა გაიფიქრებ, სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ

როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, რომ ქართველი ხარ. ჩვენი ისტორია სწორედ ასეთ დროს იწერებოდა – ქაოსის, დიდი დაპირისპირებებისა და გაურკვევლობის ეპოქებში, – ამის შესახებ ივანიშვილის პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„ჩვენ გვინახავს ომები, კატაკლიზმები და ეპოქები, როდესაც ყველაფერი იშლებოდა და თავიდან იწყებოდა. მაგრამ ერთი რამ არასოდეს შეცვლილა, ქართველს ყოველთვის ჰქონდა ძალა, ყველაზე მძიმე დროსაც კი შეენარჩუნებინა საკუთარი სამშობლო, საკუთარი ღირსება და საკუთარი მემკვიდრეობა.

ამიტომ, როცა გაიფიქრებ, რომ სამყარო თითქოს შეიშალა, გაიხსენე, ჩვენ ის ხალხი ვართ, ვინც ქარიშხლებს უძლებს, ფეხზე დგება და ღირსებით აგრძელებს გზას“, – წერს პაპუაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვიქტორ ორბანმა უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებში დამარცხება აღიარა
ორბანის ოპოზიცია გამანადგურებელ გამარჯვებას აღწევს
უნგრეთში ხმებს ითვლიან, ლიდერობს ოპოზიციური Tisza
უნგრეთში ხმის მიცემა შეწყდა, ამომრჩეველთა აქტივობა 77.80% იყო, რაც აბსოლუტური რეკორდია ქვეყნის ისტორიაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics