23:45 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2026-01-08 12:59:26, 599 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილის ცნობით, უახლოეს დღეებში BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას სარჩელით მიმართავენ

ივანიშვილის წარმომადგენელმა, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ საჩივარი მოამზადა, რომლითაც  BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას უახლოეს დღეებში მიმართავენ.

"მომზადებულია საჩივარი, ჩვენ ვადა გვაქვს ჯერ საჩივრის შესატანად და აუცილებლად შევა. პროცედურაა შემდეგი - თავდაპირველად უნდა მოხდეს საჩივრის შეტანა, მათ შორის, ამ სამართლებრივ კაზუისტიკაშიც გავერკვეთ, BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციაში და შესაბამისად, ჩვენ უახლოეს დღეებში მივმართავთ BBC-ს შიდა მარეგულირებელ ინსტანციას ჩვენი საჩივრით. [...] იმედი გვაქვს, ამ დონეზევე აღიარებს BBC, რომ იყო ფაბრიკაცია და მანიპულაცია ის სიუჟეტი, თუ არ აღიარებს, მაშინ სხვა ინსტანციებშიც [...] მარტივია რასაც ვითხოვთ, მანიპულაციურია სიუჟეტი და ამ მანიპულაციის აღიარებას. კონკრეტულად რა მოთხოვნები იქნება, ამ ყველაფერს გაიგებთ შემდეგ". - თქვა პაპუაშვილმა. 

შეგახსენებთ, BBC-ს გამოძიების ცნობით, ოცნებამ აქციების დასარბევად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. ქართული ოცნების განცხადებით, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას დაიწყებენ, მოგვიანებით, კობახიძემ თქვა, რომ სარჩელს ჯერ ბრიტანულ მარეგულირებელში შეიტანენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მადიარმა ორბანის მიერ აშენებული არალიბერალური დემოკრატიის ნგრევა დაიწყო
ივანიშვილის პარლამენტმა „შრომითი მიგრაციის შესახებ" კანონში ცვლილება მიიღო
უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს ვიზის მიღება გართულდა, პარლამენტმა კანონი მიიღო
ბოჭორიშვილი უარყოფს, რომ მიღებული კანონების გამო პროექტები გაუქმდა ან შეჩერდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics