15:51 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-12-05 16:17:26, 790 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - მოთმინებით ველოდებით აშშ-ის პოზიციას საქართველოსთან მიმართებით

იმედი გვაქვს, რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ, ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო მოთმინებით ელოდება აშშ-ის პოზიციას და ხელისუფლებას იმედი აქვს, უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.

„ჩვენ, რა თქმა უნდა, იმედი გვაქვს რომ მთლიანობაში შეიცვლება ამერიკული ხელისუფლების დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ეს არის ზოგადი ოპტიმიზმი, რომელიც შეგვიძლია გამოვხატოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, მოთმინებით ველოდებით მათ პოზიციას საქართველოსთან მიმართებით და იმედი გვაქვს, რომ ის აბსოლუტურად უხეში და უსამართლო დამოკიდებულება, რომელიც იყო 2024 წლამდე, შეიცვლება ახალი მიდგომებით.
რაც შეეხება კონკრეტულ აქტებს, ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენ, მთავარია, რომ გვაქვს კონკრეტული განაცხადი გაკეთებული აშშ-ის მიმართ და ველოდებით საპასუხო რეაქციას. ვიმოქმედებთ იმის მიხედვით, თუ როგორი იქნება ეს საპასუხო რეაქცია,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics