07:15 - 19 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-20 09:54:05, 734 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭო დღეს საქართველოს საკითხს განიხილავს

დღეს , ლუქსემბურგში  ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, რომელზეც საქართველოს საკითხსაც განიხილავენ.

ევროკავშირის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, უმაღლესი წარმომადგენელი ისაუბრებს საქართველოში არსებულ ვითარებაზე, მათ შორის დემოკრატიულ უკუსვლასა და 2025 წლის 4 ოქტომბერს ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე.

საბჭოზე განიხილავენ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიასა და ახლო აღმოსავლეთში არსებულ ვითარებასაც.

შეხვედრა საქართველოს დროით 11:15 საათზე დაიწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სარჯველაძე დიუშენის სინდრომის ბავშვების მშობლებზე ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრების ემოციებით პოლიტიკური დივიდენდების მოპოვებას ცდილობენ
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან უწყვეტ პროტესტს იწყებენ
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
მეუღლის არასრულწლოვანი შვილების გაუპატიურებაში ბრალდებული სტუ-ს თანამშრომელი იყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics