2025-10-13 15:20:23, 1024 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ჩინეთის ელჩს წელს მე-4-ედ შეხვდა, მან კობახიძეს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა
ივანიშვილის პრემიერი, ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს საქართველოში, ჭოუ ციენს კიდევ ერთხელ შეხვდა.
"დიპლომატმა ირაკლი კობახიძეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მმართველი გუნდის დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა. შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და ჩინეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის განვითარების დადებით დინამიკაზე.
ჩინეთის ელჩმა კობახიძეს გადასცა ჩინური მხარის ოფიციალური მიწვევა ჩინეთის მე-8 საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე, რომელიც შანხაიში 5-10 ნოემბერს გაიმართება". - წერს ივანიშვილის მთავრობის პრესსამსახური.
ცნობისთვის, ირაკლი კობახიძე ჩინეთის ელჩს მიმდინარე წელს მეოთხედ შეხვდა. იქამდე - 26 სექტემბერს, აგვისტოს დასაწყისში და იანვარში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,