|
2015-02-18 11:04:31, 776 ნახვა
სამართალი
თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახური შეამოწმებს
თბილისის მერიის სამ სამსახურს შიდა აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახური შეამოწმებს. ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების საქმიანობის შემოწმება და ინფორმაციის დადგენილ ვადაში წარდგენა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ შიდა აუდიტის სამსახურს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაავალა. „ვინაიდან შიდა აუდიტის სამსახური მექვემდებარება მე, როგორც დედაქალაქის მერს, მინდა დავავალო, დავიწყოთ სამი სამსახურის - ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურისა და ზედამხედველობის საქალაქო სამსახურების საქმიანობის შემოწმება. ძირითადად ეს ეხება დოკუმენტბრუნვას და დავალებების ოპერატიულად შესრულებას. სამსახურები ჩვეულებრივ დადგენილი წესებით და პროცედურებით შემოწმდება“, - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, პერიოდულად მერიის სხვა სამსახურებიც შემოწმდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
სააღდგომო ზავი“ - როგორ არღვევენ და იყენებენ მას რუსები - Deep State
უკრაინაში რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ასობით დარღვევა დაფიქსირდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)