10:33 - 20 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-02 20:15:25, 962 ნახვა

პოლიტიკა
PACE-მ საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია მიიღო.

"ასამბლეა ღრმა მწუხარებას გამოხატავს იმის შესახებ, რომ საქართველოს ხელისუფლება მის შეშფოთებასა და რეკომენდაციებს საქართველოში დემოკრატიული კრიზისის შესახებ სისტემატურად უგულებელყოფს, რაც ფართოდ არის გაზიარებული საერთაშორისო საზოგადოების მიერ. დემოკრატიის სწრაფი უკუსვლა იმდენად გაგრძელდა, რომ დღეს უკვე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას თავად დემოკრატიის არსებობა საქართველოში" - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

რეზოლუციის პროექტში ასევე წერია, რომ "ასამბლეა გმობს საქართველოს ხელისუფლების მზარდ იზოლაციონისტურ პოლიტიკას და მტრულ დამოკიდებულებას ევროპულ ორგანიზაციებსა და მათ წევრ ქვეყნებთან".

მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა აგრეთვე "გმობს იმ ფაქტს, რომ მისი მოწოდება დაუყოვნებლივი ინკლუზიური პროცესის დაწყების შესახებ, რათა ჩამოყალიბებულიყო საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობდა ახალ, ჭეშმარიტად დემოკრატიულ არჩევნებს, არ შესრულდა".

"ასამბლეა შეშფოთებულია იმით, რომ საჯარო მოხელეთა მიმართ მუქარა და შურისძიება, მათ შორის მასობრივი გათავისუფლებები, კვლავ გრძელდება. ეს საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საჯარო სამსახურის არსებობას საფრთხის ქვეშ აყენებს" - ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

ასამბლეა მხარდაჭერას უცხადებს ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას და გმობს მზია ამაღლობელისა და სხვა პოლიტპატიმრების სამართლებრივ დევნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბულგარეთის ყოფილი პრეზიდენტი რუმენ რადევი საპარლამენტო არჩევნებში ლიდერობს
ჰორმუზის სრუტეში აშშ-მ ირანის კუთვნილი ტანკერი დააკავა, ირანმა სამხედრო გემებზე დრონებით თავდასხმა განახორციელა
უკრაინამ ერთ კვირაში მეორედ დაარტყა რუსეთის ერთადერთ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას შავ ზღვაზე, ერთი ადამიანი დაიღუპა.
ღმერთია და ექიმი არ სჭირდებაო - ნარიმან მაქარაშვილთან, მისი თაყვანისმცემლები ექიმს არ უშვებდნენ -ვიდეო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics