2025-06-26 12:05:51, 862 ნახვა
მსოფლიო
სტივ უიტკოფი - ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა წითელ ხაზს წარმოადგენს
ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა წითელ ხაზს წარმოადგენს, - ამის შესახებ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა CNBC-თან ინტერვიუში განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ეს წითელი ხაზია. ეს ყოველთვის წითელი ხაზი იყო. ურანის გამდიდრება წითელი ხაზია და ასევე, წითელ ხაზს იარაღის შექმნა წარმოადგენს. იარაღის შექმნას ვერ დავუშვებთ“, - განაცხადა სტივ უიტკოფმა.
მისი თქმით, ირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა რეგიონში დესტაბილიზაციას გამოიწვევს.
„მაშინ ბომბის შექმნას ყველა მოისურვებს და ჩვენ ამის დაშვება არ შეგვიძლია“, - აღნიშნა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,