12:48 - 16 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-05-05 10:57:16, 545 ნახვა

ეკონომიკა
აპრილში წლიურმა ინფლაციამ 3.4% შეადგინა – რა გაძვირდა?
ტექსტს კითხულობს AI ასისტენტი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2025 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოში ინფლაციის დონემ 0.2 პროცენტი შეადგინა, ხოლო წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 3.4 პროცენტით განისაზღვრა.

რაც შეეხება საბაზო ინფლაციას — მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მან 2.3 პროცენტი შეადგინა. იგივე მაჩვენებელი, თამბაქოს გამორიცხვით, ასევე 2.3 პროცენტზეა.

თვიური ინფლაციის ფორმირებაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

უფრო კონკრეტულად, თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ხილი და ყურძენი გაძვირდა – ფასები გაიზარდა 5.2%-ით. გარდა ამისა, ტანსაცმელი 2.3%-ით გაძვირდა, პური და პურპროდუქტები – 2.2%-ით, ყავა, ჩაი და კაკაო – 1.9%-ით, თევზეული და ზეთი/ცხიმი – თითოეული 1.5%-ით. აღსანიშნავია, რომ თვიურ ჭრილში ყველაზე მეტად ბოსტნეული და ბაღჩეული გაიაფდა – -2.1%.

წლიური ინფლაციის მაჩვენებელზე გავლენა მოახდინა ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

წყარო: საქსტატი

წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად პირადი ნივთები გაძვირდა – ზრდამ 20.0% შეადგინა. შემდეგ მოდის ზეთი და ცხიმი – ფასები 18.2%-ით გაიზარდა, ბოსტნეული და ბაღჩეული – +16.5%, ყავა, ჩაი და კაკაო – +15.7%, შაქარი, ჯემი და ტკბილეული – +11.0%. აღსანიშნავია, რომ წლიურ ჭრილში ყველაზე მეტად კავშირგაბმულობა გაიაფდა – -12.4%.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თბილისში 30 წლის ქალის გაუპატიურების ბრალდებით, 38 წლის კაცი დააკავეს
ქვემო ქართლის პოლიციამ ნარკოდანაშაულის ბრალდებით სამი პირი დააკავა
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics