18:47 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-03-26 15:44:41, 1033 ნახვა

ეკონომიკა
ქალი მეწარმეებისთვის Startup Grind-ის მორიგი ღონისძიება გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

საქართველოს ბანკი, ქალი მეწარმეების გაძლიერების მიზნით,  ბიზნეს 360-ის ფარგლებში, Startup Grind-თან ერთად მარტის თვეს ქალ მეწარმეებს უძღვნის. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში 27 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში მორიგი ღონისძიება - Going for the Gold: Why AI is the Winning Edge ჩატარდება.

ღონისძიებაზე Helio-AI-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი იაკო ჯიქია დამსწრე აუდიტორიას გაუზიარებს მის გამოცდილებას პროფესიონალური ჩოგბურთიდან სტარტაპის დაფუძნებამდე, ასევე ისაუბრებს მის ხედვაზე- დისციპლინის გავლენაზე წარმატებაში. ის ასევე გააზიარებს საკუთარ გამოცდილებას თავიდან დაწყების ხელოვნებაზე,  გირჩევთ თუ როგორ მიიღოთ ახალი შესაძლებლობები, გამოწვევებზე და როგორ დაძლიოთ ისინი  გამძლეობით. ასევე მოგიყვებათ გუნდის მნიშვნელობაზე წარმატებული სტარტაპისთვის და მოგცემთ რჩევებს თუ როგორ შექმნათ ძლიერი გუნდი.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლები, Startup Grind-ის ღონისძიებებზე 20%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

ღონისძიების ბილეთის შესაძენად ეწვიეთ ბმულს

ინფორმაციისთვის, Startup Grind-ის შეხვედრები ბიზნეს განათლებისა და ბიზნეს 360°-ის შემადგენელი ნაწილია. ბიზნეს 360° ციფრული პლატფორმაა, რომელიც ყველა იმ შესაძლებლობას აერთიანებს, რასაც საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ქმნის — იქნება ეს საგანმანათლებლო პროექტები, განვითარებაზე ორიენტირებული პროგრამები, შეთავაზებები თუ სხვა.

 





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics