|
2025-03-24 13:34:29, 885 ნახვა
ეკონომიკა
Galt & Taggart-მა ონლაინ სავაჭრო პლატფორმა G&T Trader გააუმჯობესა
საქართველოში წამყვანი საბროკერო და საინვესტიციო კომპანია, გალტ & თაგარტი მომხმარებლებს საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე ვაჭრობის გაუმჯობესებულ შესაძლებლობებს სთავაზობს. 17 მარტიდან, გალტ & თაგარტის G&T Trader–ის ონლაინ სავაჭრო პლატფორმაზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტები და ფუნქციონალები დაემატა, რომლის საშუალებით, კომპანიამ მომხმარებლებს მსოფლიოს მასშტაბით უფრო მეტ საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის გამოცდილება შესთავაზა. განახლებები მოიცავს როგორც ტექნოლოგიურ სიახლეებს, ისე ვაჭრობის უფრო მრავალფეროვან შესაძლებლობებსა და გაუმჯობესებულ ანალიტიკურ ხელსაწყოებს. მათ შორის:
განახლების შედეგად, ახლა უკვე პირველად G&T Trader-ის პლატფორმაში, ხელმისაწვდომია წილადობრივი აქციები და ETF-ები ამერიკულ ბირჟებზე, ასევე — წილადობრივი ობლიგაციები, რაც ინვესტორებს საკუთარი პორტფელის უფრო ეფექტიანად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას მისცემს. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ საკუთარ საჭიროებებზე მოირგონ პლატფორმის ინტერფეისი. პლატფორმას დაემატა კვლევითი ინსტრუმენტები, რომლის შედეგად ინვესტორებს უფრო მარტივად შეუძლიათ მიმდინარე ტენდენციებზე თვალყურის მიდევნება; ასევე შესაძლებელია სხვადასხვა კრიტერიუმის მიხედვით აქციების გაფილტვრა და ამა თუ იმ სავაჭრო ინსტრუმენტის შესახებ სიღრმისეული ინფორმაციის მიღება. კიდევ ერთი სიახლეა Trading View, რომელიც აქციების გრაფიკების ანალიზისთვის მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ინსტრუმენტადაა აღიარებული. ამგვარად, განახლებული პლატფორმა მოიცავს აქციების ფუნდამენტური და ტექნიკური ანალიზის ძლიერ ხელსაწყოებს, მომხმარებელს კი ეს საკუთარი პორტფელის შეფასების კიდევ უფრო ეფექტურ გზებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ განახლებული ფუნქციონალები და ინსტრუმენტები ხელმისაწვდომი გახდა საერთაშორისო საინვესტიციო კომპანია Global Trading Network-თან პარტნიორობით. გალტ & თაგარტის პლატფორმაზე შესვლა შესაძლებელია ნებისმიერი მოწყობილობიდან როგორც ვებზე, ისე მობილური აპლიკაციის საშუალებით (IOS & Android); მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს https://galtandtaggart.com/brokerage/
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)