2025-03-04 14:38:19, 811 ნახვა
საზოგადოება
სანდრო ქორიძე, რომელიც უწყვეტი აქციების აქტიური მონაწილეა გუშინ ღამით უცნობმა პიროვნებებმა კუთვნილი მანქანა დაუზიანეს
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი აქტივისტი, სანდრო ქორიძე, წერს, რომ გუშინ ღამით ორმა უცნობმა პიროვნებამ მანქანა დაუზიანა. მისივე თქმით ადგილზე გამოიძახა პატრული.
"ქოცური მშვიდობა. მანქანა დამხვდა გატეხილი დილით. მეხუთე ფოტოზე ჩანს საგანი, რომლითაც სავარაუდოდ გატეხეს.
დაახლოებით ერთი თვის წინ მანქანასთან იყვნენ მოსული ორი შავებში ჩაცმული ტიპი, თუმცა მივუსწარით და ვერ მოასწრეს ვერაფრის გაკეთება. ახლა ისევ მოვიდნენ და გამოუვიდათ.
პოლიცია გამოვიძახეთ და უმოქმედოა, რა თქმა უნდა. ეს არის ერთადერთი ქონება, რომელიც ჩემს სახელზე ფიქსირდება და სხვა ვერაფერი მოიფიქრეს ალბათ… კორპუსის ეზოში არ არის კამერები, არც მანქანაში მაქვს კამერა და დაზღვეულიც არ არის." - წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე, სანდრო ქორიძე და სურათებს აზიარებს.


ავტორი: ექსპრესნიუსი,