2025-02-28 17:30:27, 579 ნახვა
საზოგადოება
გიორგი ლომთათიძე - ჩემს წარმოებაში (ჩაის ფაბრიკა) არის საშვალება, რომ გადმობრძანდეთ, (7-8 ადამიანი) დროებით
სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მოხალისე, გიორგი ლომთათიძე, გურიის მაცხოვრებლებს, რომლებსაც საცხოვრებელი სახლები ავარიულ მდგომარეობაში აქვთ და ცხოვრება გაუსაძლისია, მის წარმოებაში არსებულ ჩაის ფაბრიკაში დროებით მოთავსებას და პირველადი საჭიროების ნივთებით დახმარებას სთავაზობს.
„ჩემო მეგობრებო, თუ კი ვინმეს საცხოვრებელი სახლი ავარიულ მდგომარეობაშია და გაუსაძლისია გაჩერება, შეგიძლიათ შემეხმიანოთ, ჩემს წარმოებაში (ჩაის ფაბრიკა) არის საშვალება, რომ გადმობრძანდეთ, (7-8 ადამიანი) დროებით საცხოვრებლად. საჭიროების შემთხვევაში მოგვაწვდიან პლედებს, საწოლებს და პირველადი დახმარების ნივთებს რაიონიდან. ეს არის რისი შემოთავაზებაც შემიძლია.
ჩოხატაურის რაიონი სოფელი ქვენობანი, მეც თავად აქ ვარ გურიაში.“ - წერს გიორგი ლომთათიძე და საკონტაქტო ნომერს აზიარებს.

ავტორი: ექსპრესნიუსი,