15:02 - 15 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 16:43:17, 1221 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფება

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ქვემო სილეზიაში იმყოფება. 

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ქვემო სილეზიასა და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას შორის არსებული ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში, მედიცინის სფეროში კონტაქტების გაფართოების ინიცირების მიზნით, აჭარის ჯანდაცვის მინისტრი და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ოფიციალური მიწვევით მონაწილეობას ღებულობდნენ სამედიცინო კონფერენციაში - DOLMED.Tech.

"სამედიცინო ფორუმი  21 სექტემბერს, იაკუშიცეში გაიმართა, რომელიც ქვემო სილეზიის მარშალმა, ცეზარ პჟიბილსკიმ გახსნა. ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ ჯანდაცვის ეროვნული ფონდის პრეზიდენტი, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის დეკანი, ადგილობრივი კლინიკების ხელმძღვანელები და  სამედიცინო ბიზნესში ჩართული პირები. 

პროფილაქტიკური და დიაგნოსტიკური საქმიანობის განვითარების მიმართულებები - სადისკუსიო პანელზე მონაწილეობა მიიღო აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ, რომელმაც აჭარის რეგიონის მაგალითზე მიმოიხილა საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით არსებული პროგრამები და გამოწვევები. კონფერენციის ფარგლებში ასევე განიხილეს ტექნოლოგიური გამოწვევები და IT მიმართულებები ადრეული დიაგნოსტიკისა და პრევენციის ხელშეწყობის უზრუნველყოფაში.

ვიზიტის ფარგლებში, ნინო ნიჟარაძე შეხვდა ქვემო სილეზიის მარშალს, ასევე მოინახულა ადგილობრივი სამედიცინო კლინიკები. მინისტრთან ერთად იმყოფებიან მინისტრის პირველი მოადგილე, მარინ ზანაქიძე, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ხელმძღვანელი, რუსუდან შავიშვილი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნინო გუგუშვილი, ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ამბულატორიული განყოფილების უფროსი, გია კიკაბიძე და ინოვაციური მედიცინის საუნივერსიტეტო საავადმყოფოს ხელმძღვანელი, ხათუნა ვარშანიძე",- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
შეერთებულმა შტატებმა ირანის სრული საზღვაო ბლოკადის დაწესების შესახებ განაცხადა
მარნეულში მატარებელი ცხვრის ფარას შეეჯახა, მწყემსი დაჯარიმდა
სასკოლო ფორმების დიზაინი ცნობილია
ახალგორის რაიონში გახშირდა ჩხრეკები და მობილური ტელეფონების ჩამორთმევის ფაქტები - DRI
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics